Políticos as eleições, Votar livremente e participar activamente da democracia, Vote for Change, Referendo on-line
Democratic Movement – United Georgia

”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო” ”ეროვნული ფორუმის” წევრის დაკავებას გ

Democratic Movement – United Georgia 37%

 

"დემოკრატ იული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" ლილოს ბაზრობაზე მცირე მეწარმეების საპროტესტო აქციის დროს, ზაზა ჩაკვეტაძის დაკავების ფაქტს გმობს და "ეროვნულ ფორუმს"სოლიდარობას უცხადებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "დემოკრატიული მოძრაობიდან" აცნობეს, ტელეარხებით გასულ სიუჟეტებშიც კი, ნათლად ჩანს, რომ ინციდენტის არც ერთ მონაწილეს პოლიციელის ფორმა არ ეცვა.

მათივე ცნობით, 2009 წლის 28 მაისსაც, ფურცელაძის ქუჩაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სააკაშვილის "ზონდერ ბრიგადები" თავს დაესხნენ მშვიდობიან მომიტინგეებს, შემდეგ კი, პოლიციაზე თავდასხმის მუხლით დააკავეს ორი ახალგაზრდა, რომელთაც თავისუფლების აღკვეთა 3 და 15 წლის ვადით მიუსაჯეს.

"ჩვენ ფურცელაძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გავაკეთეთ მკაცრი შეფასება და მივმართეთ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა აღნიშნულზე ადექვატური რეაგირება მოეხდინა. სამწუხაროა, რომ მაშინ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღნიშნულ ფაქტს ადექვატური რეაქცია არ მოჰყოლია და სწორედ ეს დაუსჯელობის სინდრომი უწყობს ხელს ხელისუფლებას, რომ მსგავსი ქმედებები პერმანენტულად განახორციელოს. მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო, თუ ადგილობრივ უფლებათადამცველ ორგანიზაციებს, მკაცრი შეფასება მიეცეს სამართალდამცავი სტრუქტურების უკანონო ქმედებებს, რათა აღიკვეთოს უდანაშაულო მოქალაქეებზე თავდასხმებისა და მათი უკონონოდ დაპატიმრების ფაქტები",-განაცხადეს "დემოკრატიულ მოძრაობაში".

"დემოკრატიული მოძრაობა" მხარდაჭერას უცხადებს ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებსაც.

"ლილოს ბაზრობაზე მომხდარ დარბევის ფაქტს ვაფასებთ ხელისუფლების მხრიდან მცირე მეწარმეების უფლებების მორიგ დარღვევად და ბიუჯეტის შევსების მიზნით განხორციელებულ უკანონო ქმედებად",-აღნიშნეს ორგანიზაციაში.

 

 

14 იანვ. 2011

წყარო: forumi.ge

24.01.2011


Kira -
Bandeira-lono spam

Não ElectionsMeter é responsável pelo conteúdo do argumentos. Por favor consulte sempre o usuário ou autor do argumento. Todos os argumentos ou qualquer texto publicado na electionsMeter deve incluir o nome original do autor e as referências à fonte original do texto. Os usuários são obrigados a seguir a lei de direitos autorais. Por favor, leia com atenção as regras do uso do site.

 
load menu