Políticos as eleições, Votar livremente e participar activamente da democracia, Vote for Change, Referendo on-line
Republican Party of Georgia

Republican Party of Georgia

Republican Party of Georgia 41%

 

ამბობს დავით ზურაბიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სააკაშვილი ხელისუფლებიდან წასვლას საერთოდ არ აპირებს / რაზე უნდა პრეზიდენტს ამერიკელების დათანხმება": "რაციონალური მიზეზი ის არის, რომ ფართები სჭირდებათ, რაღაცები კიდევ გასაყიდი აქვთ და ხელს უშლით დევნილების იქ ყოფნა.

მეორე მიზეზი ის არის, რომ იმდენს დაჰპირდნენ ამ ხალხს და იმდენჯერ მოატყუეს, რომ მაინც არაფრის შემსრულებლები არ არიან და რაღაცნაირად დაფანტვა უნდათ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში. ირაციონალური მიზეზი კი ის არის, რომ უბრალოდ რეგვნები არიან, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. სადისტურ სიამოვნებას იღებენ, როდესაც ადამიანს დაჩაგრავენ - ეტყობა საკუთარი თავის წინაშე მაღლდებიან - მხოლოდ დევნილების მიმართ არ აქვთ ასეთი დამოკიდებულება, ზოგადად საზოგადოების მიმართ.

პირდაპირ გვეუბნებიან: რასაც ჩვენ გვინდა, იმას გავაკეთებთ, როგორც გვინდა, ისე მოგექცევით. ფეხებზე გვკიდია კანონიც, ადამიანურობაც, ჰუმანურობაც, არც სამართალია, არც არაფერი - ყველაფერი ჩვენ ვართ.

"საზოგადოებამ პროტესტი მაქსიმალურად უნდა გამოთქვას და ყველაფერი შეძრას ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. თავისთავად, დევნილების პრობლემას ხალხი ვერ მოაგვარებს, თუ სახელმწიფოს ძალისხმევა არ არის და სახელმწიფო არ არის მონდომებული, რომ ამ ხალხის წინაშე რაღაცნაირად პასუხისმგებლობა იგრძნოს. ამ ხელისუფლებას კი ამის არავითარი სურვილი არ აქვს. ამიტომ არ ვიცი, როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა, საჭიროა ბრძოლა - ძალიან ბევრი მეთოდით შეიძლება ბრძოლა. მაგალითად, შეიძლება დევნილების ორგანიზება მოხდეს და ათასობით სარჩელი სასამართლოში შევიდეს. ცხადია, ჩვენი სასამართლოს იმედი არავის აქვს, მაგრამ მაინც პროტესტი იქნება, რეზონანსი იქნება. საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა შევაწუხოთ, აქციებიც უნდა გაიმართოს, ყველაფერი კომპლექსურად და ერთდროულად უნდა მოხდეს, პირდაპირ ვიტყვი - სანამ ეს ხელისუფლება არის, ეს პრობლემა არ გადაიჭრება. მერე გადაიჭრება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ამ ხელისუფლების ხელში რომ არ მოგვარდება - ფაქტია.

ასე რომ იქცევიან, ეს ნიშნავს, რომ ახლა არჩევნების გამართვას არ აპირებენ. როდესაც არჩევნები ახლოვდება, ხომ ვიცით, ხელისუფლება სრულიად სხვაგვარად იწყებს საუბარს იმავე დევნილებთან - მართალია, რეალურად არაფერს უკეთებენ, მაგრამ ჰპირდებიან. მათთვის, - მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას გულისხმობ, ვინც ქვეყანას მართავს - ეს არ არის მათი ქვეყანა - ეს არის ტერიტორია, რომელიც ჩააბარეს და უთხრეს, რაც გინდა აკეთეო. მისცეს რაღაც სივრცე, ეს სივრცე შეუპატარავდათ, მაგრამ მათია. რაც მათია, ის არის მათთვის ფასეული, დანარჩენი აღარ ენაღვლებათ.

...

 

Jan 24, 2011

მოხმარებლის სრული სტატია: republicans.ge

24.01.2011


Kira -
Bandeira-lono spam

Não ElectionsMeter é responsável pelo conteúdo do argumentos. Por favor consulte sempre o usuário ou autor do argumento. Todos os argumentos ou qualquer texto publicado na electionsMeter deve incluir o nome original do autor e as referências à fonte original do texto. Os usuários são obrigados a seguir a lei de direitos autorais. Por favor, leia com atenção as regras do uso do site.

Voltar para votação: > Georgia > Partidos > Republican Party of Georgia
 
load menu