Políticos as eleições, Votar livremente e participar activamente da democracia, Vote for Change, Referendo on-line
Republican Party of Georgia

ინდოელმა სტაჟიორმა რესპუბლიკურ პარტიაში პრეზენტაცია გამართა

Republican Party of Georgia 41%

 

რესპუბლიკური პარტიის ცენტრალურ ოფისში ჩარუ შარმას მიერ მომზადებული პრეზენტაცია - „ინდოეთი და მე“ - გაიმართა. 18 წლის ჩარუ წარმოშობით მუმბაიდან, ინდოეთიდანაა. იგი ამერიკაში, მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯში, ერთდროულად ორ - ინჟინერიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტებზე - სწავლობს. 2011 წლის იანვარში ჩარუ სამი კვირის განმავლობაში სტაჟიორად მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ცენტრალურ ოფისში, სადაც ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღო საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების შესახებ პარტიის ლიდერებისაგან.

ამავდროულად ჩარუ ესწრებოდა სხვადასხვა ლექციებს და შეხვდა როგორც ოპოზიციურ, ასევე პროსამთავრობო ექსპერტებს. ჩარუს მოწოდებაა, მომავალში გახდეს პოლიტიკოსი,  გულწრფელად ემსახუროს ხალხს და გლობალური ეკონომიკის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ჩარუ ლიბერალურ პოლიტიკურ შეხედულებებს იზიარებს.

ჩარუს რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული, მინიჭებული აქვს სხვადასხვა წოდება აკადემიურ, სპორტის სფეროსა და აღმოსავლურ ორთაბრძოლებში, ცეკვასა და ლიდერობაში. ჩარუს შესახებ სტატიები და ამბები, ასევე მისი ავტორობითაც, გამოქვეყნებულია რამდენიმე საერთაშორისო გამოცემაში.

ჩარუ თავისუფლად ფლობს ინგლისურ, მარახტულ ენებს, ჰინდის; იცის საბაზისო ესპანური და ცოტა ქართული.

 

 

Jan 22, 2011

წყარო: republicans.ge

24.01.2011


Kira -
Bandeira-lono spam

Não ElectionsMeter é responsável pelo conteúdo do argumentos. Por favor consulte sempre o usuário ou autor do argumento. Todos os argumentos ou qualquer texto publicado na electionsMeter deve incluir o nome original do autor e as referências à fonte original do texto. Os usuários são obrigados a seguir a lei de direitos autorais. Por favor, leia com atenção as regras do uso do site.

Voltar para votação: > Georgia > Partidos > Republican Party of Georgia
 
load menu